სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    26.05.2019

     მეცხვარეთა ასოციაციის ხელმძღვანელის ბექა გონაშვილის განცხადებით, საქართველოდან არა 140 კილოგრამდე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, არამედ 200 კილოგრამამდე საქონლის ექსპორტი უნდა აიკრძალოს, რადგან ქვეყანაში ხორცის დეფიციტია. მისი თქმით, ნოემბერ-დეკემბერში ხორცის ჩასაბარებელი ფასი 16-17 ლარი იქნება, ბაზარზე კი მისი ყიდვა 20 ლარად იქნება შესაძლებელი. 

    “მოგეხსენებათ, საქართველოდან აიკრძალა 140 კილოგრამამდე მსხვილფეხა საქონლის ექსპორტი, რაც ჩემი აზრით, ცოტაა, იმიტომ რომ ეს რიცხვი უნდა იყოს 200 კილოგრამი და ზევით. დღეს ქვეყანაში არსებობს ხორცის დეფიციტი, რასაც 5-6 თვის წინ ვამბობდი აბსოლუტურად ყველაფერი ხდება. ფასები უკვე გაზრდილია. დღეის მდგომარეობით შემიძლია გითხრათ, რომ ნოემბერ-დეკემბერში საქართველოში ჩასაბარებელი ხორცის ფასი იქნება 16-17 ლარი, საცალო ფასი იქნება მინიმუმ 20 ლარი. ზოგადად ქვეყანაში დგება დეფიციტი. ამას იწვევს ის, რომ ექსპორტზე გადის პატარა ბოჩოლები და რეალურად ქვეყანაში არ იქმნება ის დამატებით ღირებულება, რომელიც პროდუქტზე შეიძლება მიიღო და ის ხორცი იწარმოოს ქვეყანაში”, - ამბობს "ბიემთან" გონაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×