სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.05.2019

     ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორეკურსელი, 19 წლის სტუდენტის

    თამთა მ. (სახელი შეცვლილია) თქმით, მას სამართლის ერთ-ერთი ლექტორი სექსუალურად ავიწროებს. სტუდენტი ამბობს, რომ მას ამის დამადასტურებელი მიმოწერა და ფოტოსურათები აქვს.

    თამთას თქმით, სექსუალური ხასიათის მესიჯები მან ლექტორისგან პირველად 15 დღის წინ მიიღო. 

    ლექტორი სტუდენტისგან ითხოვდა ისეთი ფოტოები გაეგზავნა „თითქოს ზღვაზე იყო საბანაოდ“.

    თამთა ამბობს, რომ ეს ლექტორი მას მუნიციპალურ სამართალს ასწავლის.

    „პირველ კურსზე რომ ჩავაბარეთ, მაღალკურსელებმა გვითხრეს ამ და სხვა ლექტორზეც, ფრთხილად იყავით, ლექტორები სტუდენტებს წერენო. გამომწვევად, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელებით არ იაროთო“, – ამბობს თამთა. ის დეტალურად იხსენებს, როდის და რა სახის შეტყობინებები მიიღო ლექტორისგან.

    „თავიდან სოციალურ ქსელში მომწერა. უბრალოდ მკითხულობდა, როგორ ვიყავი და მეც თავაზიანად ვპასუხობდი. მერე საკუთარი ფოტო გამომიგზავნა და ჩემი სელფიც მთხოვა, მკითხა, შევძლებდი თუ არა „თამამი სელფები“ გამეგზავნა მისთვის – ,,თითქოს ზღვაზე ვიყავი“, რაზეც ჩემგან უარი მიიღო, მაგრამ მაინც აგრძელებდა თხოვნას, რომ ,,მომეხსნა კომპლექსები“ და „არ შემშინებოდა“, რადგან ,,ყველაფერი ჩვენს შორის დარჩებოდა“ და ყველაფერი ,,ჩვენ გვეცოდინება მხოლოდ”. ცდილობდა, ფოტოების გაგზავნაზე დავეყოლიებინე. მეგონა, გაჩერდებოდა და მაქსიმალურად ზრდილობიანად, მშვიდად მივუთითებდი, რომ ასეთი საქციელი შეუფერებელია ლექტორისთვის. ბოლოს ისიც კი მივწერე, რომ უსინდისოდ იქცეოდა. მაგრამ არ წყვეტდა მიმოწერას“, – ყვება თამთა.

    ლექტორის წინააღმდეგ სექსუალური შევიწროების ბრალდებით სტუდენტმა სამართალდამცავებს უკვე მიმართა, მერე კი ყველაფერი კურსელებს უამბო.

    ("ბათუმელები")

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    qvevrshi   (21.05.2019)
    samartlis leqtori ki ara mejoge yofila. ar unda icodes ra kanonebi miighes?!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×