სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.05.2019

     (რეზონანსი) ზურაბ ჯაფარიძე „ევროპული საქართველოს" აქტივისტებს მიმართავს და აცხადებს, რომ „გირჩი" არავის ჭკუაზე არ დადის.

    „ევროპული საქართველოს" მხარდამჭერ აქტივისტებს მინდა მივმართო. ჯერ ერთი, თუ რამე გინდათ, თუნდაც ხმები, უნდა დაიწყოთ თხოვნით. ასეთი ზმნა არსებობს ქართულში - თხოვნა ჰქვია. თორემ, ახლა „გირჩმა" აასხით და მიდით საარჩევნო უბანზე და შემოხაზეთ, თორემ ქოცებს დაგიძახებთ, ეს თხოვნა არ არის. ეს არის მორალური დამუნათება და თანაც ძალიან იაფი, რაც „გირჩში" ძალიან გვკიდია.

    არ დადის გირჩის ხმები არავის ჭკუაზე, მათ შორის, არც ჩემი. იმიტომ, რომ ცხვრები არ არიან. თუ რამე გვევასება გირჩში, პირველ რიგში, ეგ გვევასება, რომ ცხვრები არა ვართ. შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა ჩვენი ხმები უნდა დაგველაპარაკოს.

    ლაპარაკი - მარტივი რაღაც არის სინამდვილეში, რასაც ვითხოვთ. უნდა აგვიხსნას, რატომ იმსახურებს ამ ჩვენ ხმებს. ამის შანსი ჰქონდათ თქვენც, ევროპულ საქართველოს. შალვა შავგულიძეს ისევე, როგორც სხვა კანდიდატებს, შევთავაზეთ ჩვენთან მოსულიყო და რამდენიმე კითხვაზე გაეცა პასუხი.

    პოლიტიკური მოძრაობა „გირჩის" ერთერთმა ლიდერმა გუშინ თქვა, რომ მთაწმინდის ოლქში მეორე ტურში მხარს არცერთ კანდიდატს არ უჭერს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    დათუნია   (21.05.2019)
    ერთი ФАС რომ დაუძახო, ეს ჩვენი საამაყო ოპოზიცია ერთმანეთს ყელს გამოღადრავს. ასეა ეს


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved