რეზონანსი
21.05.2019

 დაპირისპირება სენაკის საკრებულოში- "ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარე, ზაზა ნაჭყებია საკრებულოს ოპოზიციონერ წევრს ბორის სოსელიას ფიზიკურად გაუსწორდა, რის შემდეგაც მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო. 

„საკრებულოს სხდომაზე ჩვეულებრივი პოლიტიკური შეკამათება მოხდა, გია სოსელიასა და „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარეს, ზაზა ნაჭყებიას შორის. სხდომის დასრულების შემდეგ უკნიდან მივიდა კარებთან და დაარტყა ხელი. რის შემდეგაც სოსელიამ დაკარგა გონი, გახდა ძალიან ცუდად. გამოვიძახეთ სასწრაფო დახმარება და გადავიყვანეთ საავადმყოფოში,“-განაცხადა საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×