სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.05.2019

     (რეზონანსი) 51-ე საჯარო სკოლის დირექტორი თქმით, მელიქიშვილზე მომხდარი დაპირიპირება მე-11 კლასელებს შორის მოხდა და აღნიშნულ საქმეს სამართალდამცველები იძიებენ.

    მანანა თურქაძე კონფლიქტის მიზეზს არ განმარტავს, მხოლოდ იმას ამბობს, რომ დაპირისპირება არ მომხდარა იმ ვიდეოკლიპის გამო, სადაც მოსწავლეები ქურდულ მენტალობას აშარჟებდნენ.

    "კამათი იყო გუშინ მე-11 კლასელებს შორის, საქმეს იძიებს პოლიცია, მოგახსენებენ ისინი, რაც ხდება, საქმე აღძრულია. რაც შეეხება მე-12 კლასელებს ისინი ნამდვილად არ მონაწილეობდნენ კამათში. არც კლიპს ეხება. კითხვებს კლიპთან დაკავშირებით ვუპასუხებ, რომ კლიპში გაჟღერებული რამდენიმე ფრაზა ნამდვილად ეწინააღმდეგება სკოლის ღირებულებებს, ამიტომ ჩვენ ამ თემაზე საუბარი გვქონდა. სკოლას არ ჩაუტარებია შიდა მოკვლევა, მე პოლიციელებს მივაწოდე ინფორმაცია. ეს იყო სკოლის დასრულების შემდეგ, მიმდებარე კორპუსის ეზოში", - აცხადებს მანანა თურქაძე.

    სკოლის დირექტორის მსგავსად მოსწავლეებიც უარყოფენ, რომ დაპირისპირების მიზეზი გამოსაშვები საღამოსთვის მომზადებული მუსიკალური კლიპი გახდა.

    შეგახსენებთ, მოსწავლეებს შორის დაპირისპირება მელიქიშვილის გამზირზე, სკოლის მიდებარე ტერიტორიაზე გუშინ მოხდა, საქმეს შს სამინისტრო 126-ე ძალადობის მუხლით იძიებს. მოზარდების დაპირისპირებისას არავინ დაშავებულა, ცნობილი არ არის, ჰქონდათ თუ არა მოსწავლეებს ცივი იარაღები.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved