რეზონანსი
21.05.2019

 მომღერალი და "ევროვიზია 2019"-ის ჟიურის წევრი მარიკო ლეჟავა, ევროვიზიის კონკურსზე შეფასებებთან დაკავშირებულ ბრალდებებს ეხმიანება და კრიტიკოსებს პასუხობს:

"ორი დღეა ვდუმვარ, აი ამ საზიზღრობაზე რაც ჩემს გარშემო ხდება! მართლა არ ვიცი ამხელა ზიზღი საიდან გაქვთ დაბუდებული ვერაფრით გამიგია. ქართველის გვერდში დგომას რომ ამბობთ! რომ გაhკივით ამ ფრაზას, ოთო ქართველი არ იყო?თუ ფრანგი იყო? თქვენი წარმომადგენელი სანამ წავიდოდა მაქამდე გაანადგურეთ გინდა მორალურად, გინდა სულიერად! არც ერთი ცუდი და სალანძღავი სიტყვა არ დაგიშურებიათ „ქართველისთის“ და ახლა არის ქართველის გვერდში დგომა პირველი და წმინდა? 

თქვენი ნებაა რას იტყვით ჩემზე ან ჩემს უნიჭობაზე, მაგრამ მე ვიჯექი ჟიურის სკამზე, მეჭირა პასტა ხელში და მე დავწერე ქულა! არავის საქმე არ არის მე რა გავაკეთე როგორც სწორად ჩავთვალე ისე მოვიქეცი. არანაირი შური და ბოღმა არ მამოძრავებდა. მარტივად ხელწამოსაკრავი ვარ? იმიტომ ჩამქოლეთ, რომ კარგ მუსიკას მივეცი ხმა? იგივენაირად მოვიქცეოდი იმ დღეს რომ დამაბრუნა.. ძალიან მართალი ვარ ჩემს თავთან და სინდისიც არ მაწუხებს. შეგიძლიათ ყველა ბრუნვაში გამლანძღოთ და ყველაფერი მიწოდოთ, არაფერი მაქვს სამტკიცებელი“, - წერს მომღერალი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×