სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.05.2019

     ევროვიზიის“ გარშემო ხმაური ისევ გრძელდება. კვიპროსის სახელით მონაწილე თამთა გოდუაძის მიმართ, ქართველი ჟიურის მიერ დაწერილმა ექვსმა ქულამ, საზოგადოების ნაწილის გაღიზიანება გამოიწვია. მათ შორის არიან მომღერლები ანრი ჯოხაძე და სტეფანე მღებრიშვილი.

    საერთაშორისო ჟიურის 200 წევრთან ერთად საქართველოს სახელით ქულებს ხათუნა კობერიძე, ლადო ტატიშვილი, მარიკო ლეჟავა, ბორის შხიანი და ლევან აბშილავა წერდნენ. ჟიურის წევრები კონკურსანტებს ოთხი ძირითადი ასპექტით აფასებდნენ: ვოკალი, პერფორმანსი, სიმღერა და ნომრის საერთო შთაბეჭდილება. ჟიურის თითოეული წევრი ყველა ქვეყანას აფასებს, გარდა საკუთარი ქვეყნისა. 

    "პრაიმტაიმი" ჟიურის ერთ-ერთ წევრს, კულტურისა და მედიის მეცნიერებათა დოქტორს, რადიო "სინდიკატის" ერთ-ერთ დამფუძნებელს, ლადო ტატიშვილს დაუკავშირდა. 

    "ჩემო კარგო, იმდენი რამე „ტეხავს“, ასე ყველაფერზე რომ ვისაუბროთ, შორს წავალთ. დამიძახონ ქაჯი, არც მაგის პრობლემა მაქვს. ამას ზოგი ისეთი წერს, კომპლიმენტადაც ვიღებ. ყველას თავისი აზრი აქვს. ვისაც რა უნდა, ის იფიქროს. მე არავის მივაყენებ შეურაცხყოფას, ჩემს თავს არ ვაკადრებ. ბევრი არ მიცნობს, მაგრამ ათასობით სტუდენტი მყავს და თაობებს ვზრდი, მუსიკის განხრითაც. 

    ხმის მიცემა იყო დახურული, ჟიურის წევრები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად ვაძლევდით ხმას. ერთად ვისხედით, ვუყურეთ კონკურსს, წინ გვედო ოქმი, შევავსეთ, ხელი მოვაწერეთ, გადავეცით, დაილუქა და დამთვლელ კომისიაში გაიგზავნა. როგორც ვიცი, ყველამ სხვადასხვა ქულა დაუწერა თამთას. ჩვენ ხმებს პლუს დაემატა ზარებით შესული ხალხის ხმა და შეჯამებით გამოვიდა 6 ქულა", - განაცხადა ლადო ტატიშვილმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×