სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.05.2019

     (რეზონანსი) ვთვლი, რომ აქციები უნდა დაიწყოს და ეს აქციები უნდა იყოს საარჩევნო სისტემის ცვლილების გამო, - ამის შესახებ პოლიტიკური პარტიის „კანონი და სამართალი" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა არჩევნებსა და ოპოზიციის სამოქმედო გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

    როგორც თაკო ჩარკვიანმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში თუ სიტყვა რევოლუცია ხალხს აშინებს, სიტყვა გარდაქმნით შეიძლება შეიცვალოს.

    „სიტყვა „რევოლუცია" აშინებთ ხოლმე. „გარდაქმნა" შეგიძლია მოთავსდეს კანონის და სამართლის ფარგლებში. არ არის საჭირო, ურო დაიჭირო ხელში და თავში ჩაარტყა ვინმეს, მით უმეტეს შენს თანამოქალაქეს.

    ჩვენ ეს ჭუჭყი და სიბინძურე გავიარეთ და ამას ქვეყანა ვერ გადაიტანს. მაგრამ კანონის და სამართლის ფარგლებში აუცილებლად უნდა შეიცვალოს. პირველ რიგში უნდა შეიცვალოს საარჩევნო სისტემა. ამ საარჩევნო სისტემით ნებისმიერს დაგვისვამს ოლიგარქი ნებისმიერ თანამდებობაზე. აუცილებლად გავყვები აქციებში. სააკაშვილმა თქვაო... მე სააკაშვილის ნათქვამი არ მაინტერესებს. დიახ, მე ვთვლი, რომ აქციები უნდა დაიწყოს და ეს აქციები უნდა იყოს საარჩევნო სისტემის ცვლილების გამო, როგორც 7 ნოემბერს ვაკეთებდით", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    სტატუს ქუო   (21.05.2019)
    ვაი ამის პატრონს, ეს ნაადრევ კლიმაქსიანი.

    SOS   (20.05.2019)
    რაც არ უნდა შეაბრუნო ან შემოაბრუნო შენი ნათქვამი არა ხარ სამართლიანი.ყველა გაგებაში გულისხმობ არეულობას,როგორც მიშა.


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved