სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.05.2019

     (რეზონანსი) "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი შუალედური არჩევნების შეფასების გამო, ექსპერტ ხათუნა ლაგაზიძეს უპირისპირდება.

    "ესე იგი, ყველა სიბინძურე, გამყიდველობა, აგენტობა ხელისუფლების, ადამიანთა აზროვნებაზე აგრესია და სხვა მოვლენები რაც ქართულ, სულიერად დაცემულ ანალიტიკას, საექსპერტო სამყაროს გააჩნია, დღეისათვის კონცენტრირებულად თავმოყრილია ე.წ ანალიტიკოს, გაურკვეველი წამოშობის ლაგაზიძეში. ქალბატონო ხათუნა, მანამ არაფერი აგტკივდეს, სანამ "ქართული ოცნება" 2020 წელს დარჩება კიდევ ხელისუფლებაში. ეს პოსტიც კარგად დაიხსომე", - წერს ნათელაშვილი.

    ექსპერტმა ხათუნა ლაგაზიძემ საქართველოში ჩატარებული შუალედური არჩევნების შეფასებისას განაცხადა, რომ საპარლამენტო არჩევნებამდე წლინახევრით ადრე, ამ შედეგის დადება ნიშნავს, რომ "ოცნება" დიდი ალბათობით, იქნება საქართველოს ისტორიაში პირველი პოლიტიკური ძალა, რომელიც მესამე ვადით შეძლებს ხელისუფლებაში დარჩენას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    კოტე   (20.05.2019)
    მოგვენატრე შალვა ბატონო,სად იყავი რომ არ ჩანდით?

    Ggg   (20.05.2019)
    Vaa shalikie gamoshnda!!!shamocerili politikosi!!!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved