სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    20.05.2019

     ქართველ ჩოგბურთელ სოფო შაფათავას, რომელიც ისრაელის დედაქალაქ იერუსალიმში საერთაშორისო ტურნირზე (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) სათამაშოდ ჩავიდა, საზღვარზე პრობლემები შეექმნა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას, სოციალური ქსელის მეშვეობით, თავად შაფათავა ავრცელებს.

    "მინდა დავწერო პოსტი, იმიტომ, რომ დიდი ხანია მაწუხებს ის ფაქტი, რომ ჩვენ საზღვარზე აბსოლუტურად ყველას უპრობლემოდ ვატარებთ საქართველოში და ჩვენ ყველგან გვასაზიზღრებენ...

    გუშინ ჩამოვედი ისრაელში. პროფესიონალი სპორტსმენი. ჩამოვფრინდი შეჯიბრზე, მოგებული შეჯიბრის შემდეგ. ოფიციალური მოწვევით, სასტუმროთი, უკანა ბილეთით, ხარჯთაღრიცხვით.

    6 საათი დამსვეს საზღვარზე. წაიღეს ჩემი პასპორტი, არც არაფერი მითხრეს რატომ, არც რისთვის. ჩამაგდეს ამოხუთულ ოთახში, არანაირი საკვები ან დასალევი. წყალიც კი არა...

    6 საათის მერე ჩვეულებრივი კრიმინალივით დამკითხეს. ისე დამაკავეს გეგონება ამწამს ვიყავი “სროკზე”.

    მადლობა ჩემს მეწყვილეს, ემილის, რომელმაც ჩემთან გაათენა და უბრალოდ პრინციპის გამო არ დამტოვა მარტო და ჩემთან იწვალა. როდესაც შეეძლო 2 წუთში გასულიყო. იმიტომ რომ ბრიტანელია და რა თქმა უნდა, ჩვენგან განსხვავებით ადამიანებივით ექცევიან. ისე გამაჩერეს, გეგონება “კოკაინი” გამქონდა. 

    ეხლა შეკითხვა: ამდენი მგზავრობის შემდეგ, ყველანაირი საბუთით და დასტურით, რომ არ მჭირდება არც აქ დარჩენა და არც არაფერი (6 დღით ვარ სულ), ჩვეულებრივ ტურისტს ქართველებს რას უშვებიან?

    და რატომ? ამ დროს ჩვენ ყველას ვუშვებთ ქვეყანაში შეკითხვას გარეშე.

    ამას არ ჰქვია უვიზო რეჟიმი, ამას ჰქვია დამცირება, ჯობია ისევ ვიზა დააბრუნონ", - წერს შაფათავა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    egeni   (20.05.2019)
    ebrselebisgan ra gikvirs Qriste gaakres jvarrze


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved