რეზონანსი
20.05.2019

 (რეზონანსი) სიმართლე რომ გითხრათ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე ინტერვიუების მოსმენა, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატი სანდრა რულოვსი „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ნიკა მელიას გუშინდელ განცხადებას.

რულოვსის თქმით, ყველას აქვს არჩევანი და ყველა გააკეთებს არჩევანს.

„მე არ მინახავს ნიკა მელიას განცხადება, სიმართლე რომ გითხრათ, ბევრად უფრო მნიშვნელოვანი საქმეები მქონდა, ვიდრე ინტერვიუების მოსმენა. ყველას აქვს თავის არჩევანი და ყველა გააკეთებს თავის არჩევანს. მე მინდა, რომ ხალხთან ერთად დავიბრუნო ეს ქვეყანა", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

ჟურნალისტის კითხვაზე, რომ ნიკა მელია მნიშვნელოვანი ფიგურაა გუნდში და ის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეა, ამაზე სანდრა რულოვსმა განაცხადა, რომ ისიც არის ამავე პოლიტსაბჭოს წევრი.

„პოლიტიკური პარტია არის ინსტრუმენტი ხალხის ხელში. მთავარია, ხალხში არის შეთანხმება, რომ ამ ქვეყანაში ივანიშვილი არ უნდა იყოს", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

„ბევრი ოპოზიციური პოლიტიკოსი გამოდის, რომ ახლა ეს თუ არ იქნება, გამოვალ ხვალ და დავიწყებ რევოლუციას, არ იწყება ეს რევოლუცია და უარეს სასოწარკვეთაში ვაგდებთ ამომრჩევლებს", - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ნიკა მელიამ „რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა. მელიამ არ დააკონკრეტა ვის გულისხმობს აღნიშნულ განცხადებაში, თუმცა აღნიშნა, რომ არ შეიძლება წინდაუხედავი განცხადებების გაკეთება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×