რეზონანსი
20.05.2019

 (რეზონანსი) საპროტესტო ტალღით - ამას დავარქმევდი, ჩვენ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი. როცა ის აღარ იქნება, მაშინ არის ისევ შესაძლებელი არჩევნებზე საუბარი, - ასე მიმართა "გაერთიანებული ოპოზიციის" მერობის კანდიდატმა სანდრა რულოვსმა ზუგდიდის შტაბში შეკრებილ ოპოზიციის წევრებსა და მხარდამჭერებს.

მისი თქმით, ბრძოლის გაგრძელებას აპირებს, რისთვისაც ოპოზიცია ყველა უბანსა და სოფელში მივა, რათა ხალხს გააგებინონ, რომ ერთმანეთის გაძლიერება შეუძლიათ.

"გავაგებინებთ ხალხს, რომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის გაძლიერება. ამ საპროტესტო ტალღით - ამას დავარქმევდი, ჩვენ უნდა დავამარცხოთ ივანიშვილის რეჟიმი. როცა ის აღარ იქნება, მაშინ არის ისევ შესაძლებელი არჩევნებზე საუბარი, ნორმალურ არჩევნებზე.

მინდა, პირველ რიგში, ყველას ვუთხრა მადლობა, ყველა ამომრჩეველს, ჩვენი გუნდის თითოეულ წევრს, კოორდინატორებს, აგიტატორებს, მოხალისეებს, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს", - განაცხადა სანდრა რულოვსმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×