სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2019

     (რეზონანსი) საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ ფაცაციას სტატუსს ეხმაურება, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" წევრის თინა ბოკუჩავს მიმამართით იყო დაწერილი.

    "პირი გამოიბანეთ, სანამ თინა ბოკუჩავაზე რამეს იტყოდეთ. თქვენ არა ხართ საქართველო. საქართველო არის ნიჭიერი, ჭკვიანი, განათლებული ხალხით დასახლებული ქვეყანა. თინა, არ გაიტეხო გული, ვიცი, რომ არ შეგეშინდება მაგათი, ვერაფერსაც ვერ დაგაკლებენ, რაც არ უნდა იპურტყუნონ.

    ჩემზე რა სისულელეებს ლაპარაკობდნენ, ვილაზე, სააკაშვილმა იყიდა ვილა. სრული სისულელე, მაგრამ მე უკვე შეჩვეული ვარ და აღარც ვპასუხობ, მაგრამ თინას და სხვებს თავი დაანებეთ. უბრალოდ ძალიან მალე არც ერთი აღარ იქნებით თანამდებობებზე და არ უნდა შეგრცხვეთ თვალებში შეხედოთ თქვენ თანამემამულეებს", - ამბობს სააკაშვილი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved