სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2019

     (რეზონანსი) მოქალაქეების ინფორმაციით, ბათუმის სანაპიროზე, დაახლოებით 13:00 საათზე, აფეთქების მსგავსი ხმა გაიგონეს.

    აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, დამსვენებლების ნაწილი, უსაფრთხოების მიზნით, ზღვიდან ამოვიდა. პირად საუბრებში ამბობენ, რომ პირველი ხმა ძლიერი იყო, შემდეგ კი რამდენჯერმე განმეორდა და შედარებით სუსტად ისმოდა.

    სანაპიროზე ძლიერი ხმაურის შესახებ ინფორმაცია, აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ოთხმა მოქალაქემ დაუდასტურა.

    აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ცდილობს დააზუსტოს შესაბამის უწყებებთან, რას შეიძლება გამოეწვია სანაპიროზე ძლიერი ხმაური და უკავშირდება თუ არა აფეთქებას. ბათუმის სახანძრო სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ შეტყობინება მათთან არ შესულა. შეტყობინებები არ შესულა არც მერიაში, არც შს სამინისტროში.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved