სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2019

     (რეზონანსი) „ქართული მარშის“ ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ პრესკონფერენცია გამართა, სადაც 17 მაისთან დაკავშირებულ გეგმებზე ილაპარაკა. როგორც მან თქვა, ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით მარშელები რუსთაველის გამზირზე შეიკრიბებიან და შეუერთდებიან საპატრიარქოს მსვლელობას.

    რაც შეეხება ლგბტ თემის მიერ 17 მაისს დაგეგმილი მსვლელობის გადადებას, სანდრო ბრეგაძის თქმით, ლგბტ ორგანიზაციები სწორად მოიქცნენ:

    "ჩვენ ამას მივესალმებით და ვფიქრობთ, რომ იმავეს გააკეთებენ ისინი 18 ივნისს, როდესაც ლგბტ „პარადი“ აქვთ დაგეგმილი და თავადვე იტყვიან უარს ამ ღონისძიებების ჩატარებაზე. მაგრამ, თუკი იქნება რაიმე ტიპის პროვოკაციები, თუკი იქნება რაიმე ტიპის ძალადობრივი აქტები, ჩვენ მზად ვართ, რომ დავიცვათ პირველ რიგში ჩვენი უფლებები, კანონიერება და ის ღირებულებები, რაც გვაქვს", - თქვა სანდრო ბრეგაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved