სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2019

     (რეზონანსი) ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიის დროს 5 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანია.

    ქობულეთის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ინფორმაციით, პაციენტები პირველადი სამედიცინო დახმარების შემდეგ, რაიონულ კლინიკაში გადაიყვანეს.

    ავარიის დროს დაშავებულ 4 წლის ბავშვს ზედაპირული დაზიანებები ჰქონდა, 14 წლის ბიჭს კი თავის ტრავმა.

    მედიკოსების ინფორმაციით, 21 წლის მამაკაცს ასევე თავის არეში, 35 წლის ქალს კი ზედა კიდურებზე ჰქონდა დაზიანებები.

    ავტოსაგზაო შემთხვევის დროს 49 წლის მამაკაციც დაშავდა, მას სხეულის სხვადასხვა მიდამოში ჭრილობები აღენიშნებოდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved