სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2019

     (რეზონანსი) ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია სოციალური ქსელით იუწყება, რომ ჭიათურაში შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო გამამდიდრებელ კომბინატში მაღაროელები გაიფიცნენ.

    „დღეს, დილით ადგილზე მივიდნენ ჩვენი წარმომადგენლები, სადაც დახვდნენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომლებიც ხალხს ესაუბრებოდნენ. სამთო გამამდიდრებელი კომბინატის გენერალურმა დირექტორმა, აკაკი გურჯიძემ და მაღაროელებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის შემდეგაც მაღაროელებმა გადაწყვიტეს გაფიცვის გაგრძელება. სავარაუდოდ, აქცია ტრესტის წინ გადაინაცვლებს. ამჟამინდელი ინფორმაციით, მაღაროელები ასე აპირებენ", - იუწყება „ჭიათურის პირველადი პროფკავშირული ორგანიზაცია“.

    აღსანიშნავია, რომ 19 მაისს, ჭიათურაში მერის შუალედური არჩევნები ტარდება. მერის პოზიციისთვის სამი კანდიდატი იბრძვის. აქედან, ორი დამოუკიდებელია, ერთი კი - „ოცნების“ წარმომადგენელი.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved