სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    16.05.2019

     ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ფცაში 16 წლის მოზარდმა, ცირა ბერუაშვილმა თავი ჩამოიხრჩო. ის სახლის სარდაფში თოკზე ჩამოკიდებული დედამ ნახა.  როგორც ფცის საჯარო სკოლის დირექტორი აცხადებს, 16 წლის მოზარდი სკოლაში ჩვეულ რეჟიმში მივიდა და ის გაკვეთილების დასრულებამდე სკოლაში იმყოფებოდა.

    "როგორც ვიცით, როდესაც ციცი სკოლიდან დაბრუნდა ოჯახის წევრები ნაკვეთში იყვენენ. როდესაც ოჯახის წევრები სახლში დაბრუნდენ დედა ჩასულა სარდაფში რაღაცაზე და ჩამომხრჩვალ შვილს დაჯახებია სიბნელეში. ოჯახის წევრებს წაუყვანიათ საავადმყოფოში, თუმცა გზაში ბავშვი გარდაცვლილი იყო უკვე. რაც შეეხება მიზეზებს, როგორც სოფელში ამბობენ, ვიღაცა გურული ბიჭი ჰყვარებია და სავარაუდოდ მიმოწერის გამო მოუკლავს თავი. დანარჩენს პოლიცია სწავლობს", – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი "დიანიუსთან" საუბრისას.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×