რეზონანსი
16.05.2019

 ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, წითელათი ინფიცირების მაღალი რისკის მატარებელ ქვეყნებში მოგზაურობისგან თავი შეიკავონ. შესაბამის სიაში პირველ პოზიციებს საქართველო და უკრაინა იკავებენ.

როგორც სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სიაში შემავალ ქვეყნებში სტუმრობისას წითელათი დაავადების შემთხვევების რაოდენობამ მნიშვნელოვნად იმატა და მათი 70% აუცრელ ბავშვებზე მოდის.

საქართველოს და უკრაინის გარდა, სიაში მადაგასკარი, ალბანეთი, ლიბერიის რესპუბლიკა ფიგურირებენ.

ცნობისთვის: ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ევროპაში წითელას შემთხვევების რაოდენობით საქართველო პირველ ათეულშია. ორგანიზაციის მონაცემებით, წითელას გამო გარდაცვალების შემთხვევებმა მსოფლიოში ყოველწლიურად 110 000-ს მიაღწია.

accentnews.ge

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×