რეზონანსი
15.05.2019

 (რეზონანსი) გიორგი ქობულია კარგი ანალიტიკოსი და თეორეტიკოსია, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.ამასთან, თურნავამ ქობულიასა და დეპუტატთა ნაწილის დღევანდელი შეხვედრის კომენტირებისგან თავი შეიკავა, რადგან მისი თქმით, ეკონომიკის ყოფილი მინისტრის გამოსვლისთვის არ მოუსმენია.

„არ მქონდა შესაძლებლობა, მომესმინა და მედევნებინა თვალ-ყური გიორგი ქობულიას გამოსვლისთვის. ამიტომ კონკრეტულ კომენტარს ვერ გავაკეთებ. გიორგი ქობულია კარგი ანალიტიკოსია, კარგი თეორეტიკოსი. რაც შეეხება პრაქტიკულ ნაბიჯებს, ჩვენ მათ ახლა ვდგამთ და ვახორციელებთ", - აღნიშნა თურნავამ, რომელიც სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაში ყაზახეთში იმყოფება.

ნათია თურნავა გიორგი ქობულიას მინისტრობის დროს მისი მოადგილე იყო. ქობულიას თანამდებობიდან წასვლის შემდეგ კი, მინისტრად დაინიშნა.

ამასთან, გიორგი ქობულია დღეს პარლამენტში დეპუტატთა ნაწილს შეხვდა. მასთან შეხვედრას ოპოზიციონერი დეპუტატები, უმრავლესობის ყოფილი და ასევე, რამდენიმე მოქმედი წევრი ესწრებოდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×