სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    03.05.2019

     ბიჭი, რომელიც დიდი სიჩქარით მომავალი მატარებლს ჩაუხტა 20 წლის გიორგი ბადალაშვილია. დაღუპულის ოჯახის წევრები შოკში არიან. ბიჭის ახლობლები კი აცხადებენ, რომ გიორგი გულჩათხრობილი ადამიანი იყო და არასდროს ამბობდა რა აწუხებდა.

    "თავისთვის მარტო, გულჩათხრობილი ადამიანი იყო, არასდროს ამბობდა რა აწუხებდა, არ ვიცით მიზეზი თუ რატომ ჩაიდინა ეს" - ამბობს გიორგი ბადალაშვილის ახლობელი.

    გიორგი ბადაშვილი საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის სტუდენტი იყო. თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ბიჭი საბედისწერო ნაბიჯამდე მეტროსადგურში საეჭვოდ იქცეოდა და ნერვიულობდა. მოქალაქეების თქმით, ის სადგურში მატარებლის შესვლას ელოდა, ხოლო, როდესაც ლიანდაგებში გადახტა, მემანქანემ დამუხრუჭება ვეღარ მოასწრო.

    ტრაგიკული შემთხვევის გამო დღეს მეტროს მუშაობა პარალიზებული იყო. ოთხი სადგური, რომელიც მგზავრთა განსაკუთრებული ნაკადით გამოირჩევა, თითქმის სამი საათის განმავლობაში დაკეტეს. ადგილზე გამომძიებლების და ექსპერტ-კრიმინალისტების რამდენიმე ჯგუფი მუშაობდა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    წესიერი მოქალაქე!   (04.05.2019)
    ყველაფერი უბედურების სათავე კაზინოებია!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×