სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    22.04.2019

     შრი-ლანკაზე აფეთქებების შედეგად დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საქართველოს კონსულის ირაკლი აბესაძის თქმით, საელჩოს წარმომადგენლები აგრძელებენ მონიტორინგს და მათ აქვთ კომუნიკაცია საქართველოს მოქალაქეებთან.

    "დაშავებულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. საქართველოს 4 მოქალაქე ტურისტული მიზნით იმყოფება დედაქალაქიდან მოშორებით, ისინი უსაფრთხო ადგილზე არიან და დაგეგმილ ვადებში აპირებენ დაბრუნებას", - განაცხადა აბესაძემ.

    შრი-ლანკაზე 8 აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 290-მდე გაიზარდა. 500-ზე მეტი დაშავებული საავადმყოფოებშია გადაყვანილი. პასუხისმგებლობა თავდასხმების სერიაზე ამ დრომდე არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×