სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.04.2019

     (რეზონანსი) ზოგიერთი ვაი პოლიტოლოგი რაღაც აბსოლუტურად აბსურდულ სისულელეებს წერს, - ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოსთან განაცხადა, სადაც მან პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას დაშავებულები მოინახულა.

    გიორგი გახარიას თქმით, ჰესის აშენებასთან დაკავშირებით სპეცრაზმი ხეობაში არავის შეუყვანია, დღეს პანკისის ხეობაში შევიდა მხოლოდ 35 პოლიციელი.

    „ყველას მოვინახულებთ. საგანგაშო, მძიმე სიტუაციები არ გვაქვს. ზუსტად ვიცი, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, დრო მქონდა, რაღაც ინფორმაციებს შევხედე და ზოგიერთი ვაი პოლიტოლოგი რაღაც აბსოლუტურად აბსურდულ სისულელეებს წერს, მათ პანკისის ხეობის კი არა, სამშობლოს სიყვარულიც არ ესმით, რა არის. არავის პანკისის ხეობაში ჰესის ასაშენებლად სპეცრაზმი არ შეუყვანია. დღეს პანკისის ხეობაში შევიდა 35 კახეთის სამხარეო პოლიციელი, რომლებსაც ესროლეს ქვა და ამის შემდეგ მოხდა ის ყველაფერი, რაც მოხდა. მინდა, ზოგიერთებს მოვუწოდო, ცოტა უფრო კეთილსინდისიერად და სერიოზულად მიუდგნენ საკითხს მაშინ მაინც, როცა სერიოზულ თემებზე საუბრობენ", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

    გიორგი გახარიამ პანკისის ხეობაში დაპირისპირებისას დაშავებულები მოინახულა.

    აქციის მონაწილეებმა, რომლებიც დღეს ხეობაში ჰესის მშენებლობას აპროტესტებდნენ, სპეცდანიშნულების რაზმს ქვები და ჯოხები დაუშინეს, შეკრებილების წინააღმდეგ კი, სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებმა ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (3)
    ჩაწერა სახელი
    megre   (21.04.2019)
    გახარია იქნებ აგვიხსნა ის 35 პოლიციელი რატომ შევიდა? რას იცავდნენ? ვისგან იცავდნენ? სად გაგონილა რაიმე მშენებლობის დაწყების დროს მშვიდობიან ქვეყანაში მშენებლებს პოლიციელები ახლდნენ. ეგ ზღაპრები გახარია წადი და ივანიშვილს მოუყევი. თავიდანვე იცოდით რომ იქ ხალხი უკმაყოფილო იყო ჰესის მშენებლობის გამო და ეგ პოლიციელები იმიტომ გააყოლეთ, თუ გამწვავდებოდა სიტუაცია გეგონათ რომ სპეცრაზმით ყველას მოუვლიდით. ერთ რჩევას მოგცემ, პანკისის ხეობის მაცხოვრებლები ოპოზიციური პარტიების წევრებში არ აგერიოს, მათ თავისებური კულტურა, ხედვა აქვთ მოგვწონს ჩვენ ეს თუ არა.

    დათუნია   (21.04.2019)
    ეგეთი რამე რომ ხდება მთავრობიდან ვინმემ პასუხი არ უნდა აგოს? თუ მარტო პრემიების აღებაში არიან მაგრები?

    Maro   (21.04.2019)
    Aba ra eqonat Policia kampetebs daurigebda?


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved