სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.04.2019

     (რეზონანსი) პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა პარტია "კანონისა და სამართლის" ლიდერმა თაკო ჩარკვიანმა. მისი განცხადებით, აღნიშნული ქმედების გამო, აუცილებელია, რომ პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგეს.

    პარტიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ ის, რაც დღეს პანკისში მოხდა, უკავშირდება ხელისუფლების უგუნურ ქმედებას და ემსახურება რუსეთის ინტერესებს.

    „ეს უკვე შემდგარი ძალადობრივი აქტია რაც მოხდა პანკისის ხეობაში. უნდა გადადგეს პრემიერ-მინისტრი და შინაგან საქმეთა მინისტრი. უნდა დადგეს პრემიერ-მინისტრის და შინაგან საქმეთა მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი. ეს, დღეს რაც მოხდა, ეს არავის ეგონოს, რომ მხოლოდ ჰესების მშენებლობას უკავშირდება. მე ვფიქრობ დღეს ამას გამოცდილი პოლიტიკოსობა არ სჭირდება, რომ მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი დღეს რუსეთის წისქვილზე ასხამდა წყალს.

    მთელი დღის განმავლობაში ოპოზიცია ძალიან ფრთხილად ვმოქმდებდით, განზრახ. ყოველ წამს ჩვენ ვიყავით რა თქმა უნდა საქმის კურსში. ჩვენ გვქონდა დილიდან სასტიკი ინფორმაციები. ეს ყველაფერი უკავშირდება იმას, რომ ევროპაში დადგეს, რომ საქართველო აღარ არის უსაფრთხო ქვეყანა და იზოლირებაში მოხვდეს ეს ქვეყანა და ჩვენ პირისპირ აღმოვჩნდეთ რუსეთთან. ალბათ გონებასუსტი უნდა იყოს მთავრობა, ხელისუფლება, რომელიც გააკეთებს იმას, რაც დღეს გააკეთეს", - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    status quo   (22.04.2019)
    ნაბოზარი მამის ნაბოზარი შვილი.

    SOS   (22.04.2019)
    ნუ ბობოქრობ,აზრზე მოდი


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved