სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.04.2019

     (რეზონანსი) შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, კახაბერ საბანაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე პანკისის ხეობაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით არავინ არ არის დაკავებული.

    „ამ ეტაპზე არავინ არ არის დაკავებული, მაგრამ ვინც დაარღვია კანონი, რა თქმა უნდა, ის კანონის ფარგლებში აგებს პასუხს",- განაცხადა კახაბერ საბანაძემ.

    შინაგან საქმეთა მინისტრი პანკისის ხეობაში აქციის მონაწილეებს დახურულ კარს მიღმა, კამერების გარეშე შეხვდა. შეხვედრას ერთ-ერთი ადგილობრივის სახლში გახარიასთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრნენ.

    როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ, გახარიამ განაცხადა პანკისში ჰესი მხოლოდ იმ შემთხვევაში აშენდება, თუ ამას მხარს მოსახლეობის 90 პროცენტი მხარს დაუჭერს. 

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved