სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.04.2019

     უკრაინის პრეზიდენტობის ორივე კანდიდატმა, პეტრო პოროშენკომ და ვლადიმირ ზელენსკიმ კიევის ოლიმპიურ სტადიონზე მიმდინარე დებატებისას დაიჩოქეს.

    „ომის დაწყებამდე, როდესაც უკრაინელები იდგნენ მუხლებზე, მე მივმართე იანუკოვიჩს და ვთხოვე, წადით პრეზიდენტის თანამდებობიდან. მე მივმართე პუტინსაც და ვთქვი, რომ მზად ვარ, დავდგე მუხლებზე, ოღონდ არ დააყენოთ უკრაინა მუხლებზე.

    მზად ვარ, ახლა დავდგე მუხლებზე თითოეული დედის წინაშე, რომლის შვილი არ დაბრუნებულა ფრონტიდან. მზად ვარ, დავდგე მუხლებზე თითოეული ბავშვის წინაშე, რომლის მამა არ დაბრუნებულა ფრონტიდან.

    მზად ვარ, დავდგე მუხლებზე თითოეული ქალის წინაშე, რომლის ქმარი არ დაბრუნებულა ფრონტიდან და თქვენც ამისკენ მოგიწოდებთ, ბატონო პრეზიდენტო“, – განაცხადა ზელენსკიმ.

    ამის შემდეგ, უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მუხლებზე დადგა.

    (1tv.ge)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მედეა   (20.04.2019)
    ორივე დადგა მუხლებზე, თუ მარტო პოროშენკო? ზელენსკის მომხრე ვარ, რომ სააკაშვილი დაასაქმოს, მაგრამ უკრაინას რამდენად გამოადგება ასეთი პრეზიდენტი არ ვიცი. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება. უკრაინის კარგად ყოფნა, ჩვენს კარგად ყოფნასაც ნაწილობრივ უზრუნველყოფს. ნეტავი რუსეთიც დააჩოქოს ზელენსკიმ, ამინ!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×