სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.04.2019

     (რეზონანსი) პლენარულ სხდომაზე, მმართველ გუნდისა და ოპოზიციის წევრებს შორის დაპირისპირება მოხდა.

    „ქართული ოცნების" დეპუტატმა ზაზა პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას, რომელიც სახალხო დამცველს შეკითხვით მიმართავდა, უცენზურო რეპლიკებით მიმართა. პაპუაშვილმა ბოკერიას "მასხარა" უწოდა.

    "საქმეზე ილაპარაკე შე ნაგავო... გაატ...კა," - განაცხადა პაპუაშვილმა ბოკერიასთან კამათისას. ამ განცხადებების საპასუხოდ გიგა ბოკერიამ პარლამენტის თავმჯდომარეს მოუწოდა, რომ დეპუტატები დაემშვიდებინა.

    „რატომ აღელდით, რომელიმე ჯგუფი გაკლიათ? დამგმობი ჯგუფი გაკლიათ თუ შემქები? ორივე ხართ? აქამდე სულ ჩუმად იყავით და ახლა აღელდით ძალიან. ეს რობოტი ვინ იყო, რომელი ხარ აბა დაიყვირე? რას მიზამ? აბა გაიმეორე ერთი. ეს ვინ არის, ახლოს ძალიან ზრდილობიანი დეპუტატია და შორიდან არის ძალიან უზრდელი და რა ვუწოდო ამ კაცს, არ ვიცი. ძალიან აღელდა ეს ხალხი, მთელი დღე ეძინათ და ახლა აღელდა. დაამშვიდეთ ეს ხალხი ან მოდით და ახლოს დამელაპარაკეთ ხოლმე შესვენების დროს, თუ რამე პრეტენზია გაქვთ და ასე გიდუღთ სისხლი. ახლა, რომ მორჩება და გელოდებით ყველას, ვინც უკნიდან ყვირით ხოლმე. თუ გაჩუმდებით, დავსვამ კითხვას, მოისვენეთ რა," - მიმართა ბოკერიამ „ქართული ოცნების" დეპუტატებს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×