სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.04.2019

     (რეზონანსი) ახლოდან ძალიან ზრდილობიანი დეპუტატია და შორიდან არის ძალიან უზრდელი - არ ვიცი ამ კაცს რა ვუწოდო, - აღნიშნული შეფასება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ევროპული საქართველოს" დეპუტატმა გიგა ბოკერიამუმრავლესობის წევრის, ზაზა პაპუაშვილის მისამართით გააკეთა.

    "ქალბატონო ნინო მინდა გაგაფრთხილოთ, თქვენ ახლა იხილავთ ძალიან უცნაურ სპექტაკლს, როდესაც ნაწილი უმრავლესობის დიდ მადლობას მოგიხდით, რომ თქვენ კარგი კომენტარები გქონდათ და მეორე ნაწილი დაგგმობთ თანამშრომლობისთვის ოპოზიციასთან. არ იზამთ? შეიძლება მეორე ჯგუფი არ იყოს.. რატომ აღელდით, რომელიმე ჯგუფი გაკლიათ? დამგმობი თუ შემქები? აქამდე სულ ჩუმად იყავით და ახლა რა მოხდა? ეს რობოტი ვინ იყო ვინც დამიყვირა? ღმერთო ეს ვინ არის, ახლოს ძალიან ზრდილობიანი დეპუტატია და შორიდან არის უზრდელი" - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

    თავის მხრივ პაპუაშვილმა გიგა ბოკერიას, რომელიც სახალხო დამცველს შეკითხვით მიმართავდა, ადგილიდან უცენზურო რეპლიკებით მიმართა.

    „თუ რაიმე პრეტენზიები გაქვთ, ახლოდან დამელაპარაკეთ შესვენების დროს", - აღნიშნა გიგა ბოკერიამ.

    ზაზა პაპუაშვილის ერთგვარი გაღიზიანება გიგა ბოკერიას იმ განცხადებას მოჰყვა, როცა მან სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას მიმართა, რომ პარლამენტში ის უცნაურ სპექტაკლს იხილავს, რადგან უმრავლესობის ნაწილი მას თანამშრომლობისათვის მადლობას გადაუხდის, ხოლო ნაწილი დაგმობს და ჰკითხავს, თუ სად იყო 2012 წლამდე.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×