სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.04.2019

     (რეზონანსი) „მე მაქვს დეპრესიული განწყობა, რადგან თავიდანვე პროცესმა შემიქმნა ეს განწყობა" - ამის შესახებ უმრავლესობიდან წასულმა დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცედურებთან დაკავშირებულ კანონპროექტზე სახალხო დამცველის შეფასებებს უსმენენ.

    „მე მაქვს დეპრესიული განწყობა, იმიტომ, რომ თავიდან პროცესმა შემიქმნა ეს განწყობა და ის არათუ არ მტოვებს, ახალ სიახლეებს მაჩვენებს. უბრალოდ არის მარტივი გადაწყვეტილება, რომ უზენაესი სასამართლო გახდეს ვიღაცის საკუთრება. პოლიტიკური მოცემულობა ვენეციის კომისიას რაც მე მახსოვს არცერთ თავის დასკვნაში არ ჰქონია გაჟღერებული და ისინი პირდაპირ გვეუბნებიან - პოლიტიკური მოცემულობა არის ასეთი, გყავთ ძალიან ცუდი იუსტიციის საბჭო და ის ყველა შემთხვევაში ცუდ პროდუქტს დაგიდებთ" - განაცხადა ფოფხაძემ

    წუთებში პარლამენტში სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დეპუტატების კითხვებს პასუხობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved