სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.04.2019

     (რეზონანსი) ჩვენ ამ კანონპროექტს მხარს დავუჭერთ - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმდჯომარე მამუკა მდინარაძემ „საერთო სასამართლოების შესახებ" უმრავლესობის მიერ მომზადებულ კანონპროექტთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

    მამუკა მდინარაძის თქმით, როდესაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები გამოდიან და „უსასტიკეს დანაშაულებზე" ამბობენ, რომ ეს შეცდომა იყო, ისტორიის გადაწერის მცდელობას აქვს ადგილი.

    „უკვე ისტერიაში გადაგივიდათ, იმდენად გეშინიათ თქვენი საერთო ხელმძღვანელის, რომ ყოველ სიტყვასა და წინადადებაში იძახით „კლანს". ეს დავალებული გაქვთ, ისევე, როგორც ბიძინა ივანიშვილზე დაგავალეს, რომ ყოველ მეორე წინადადებაში უნდა ახსენოთ. ეს არის თქვენი საერთო სახე სასამართლოს წინააღმდეგ ბრძოლში. ახლა, რაც შეეხება კონკრეტულ რეკომენდაციებს, როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ არც ერთ რეკომენდაციას არ ვითვალისწინებთ, ეს არის ტყუილი", - განაცხადა მდინარაძემ.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved