სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.04.2019

     (რეზონანსი) ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში, საკუპრიას დასახლებაში, ორსართულიანი ხის სახლი მთლიანად დაიწვა. წინასწარი ინფორმაციით, ხანძარი ტელევიზორის აფეთქებამ გამოიწვია.

    „სამწუხარო ფაქტი მოხდა. სახანძრო-სამაშველო ბრიგადა ადგილზე მალევე მივიდა, თუმცა სახლის გადარჩენა ვერ მოხერხდა. დაიწვა ორივე სართული. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. ხელისუფლება დაზარალებულ ოჯახს შეძლებისდაგვარად დაეხმარება", - განაცხადეს ოზურგეთის მერიის პრესსამსახურში.

    შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას ცეცხლის წაკიდებით, ან საყოველთაოდ საშიში საშუალებით.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×