სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.04.2019

     (რეზონანსი) საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი ნათია კაპანაძე თანამდებობიდან გადააყენეს. აღნიშნული გადაწყვეტილება აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭომ მიიღო. საბჭოს ოთხმა წევრმა გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა, ერთი წინააღმდეგი წავიდა.

    ნათია კაპანაძის გადაყენების თხოვნით მრჩეველთა საბჭოს ირაკლი დარცმელიძემ („ნაციონალური მოძრაობის" კვოტა) და გიგა ჩხარტიშვილმა („ქართული ოცნების" კვოტა) მიმართეს.

    მათი პრეტენზია ნათი კაპანაძისადმი ტელევიზიის რეიტინგს, პროგრამული პრიორიტეტების შეუსრულებლობას და საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვას უკავშირდებოდა.

    ამ დროისთვის აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოში სულ ხუთი მოქმედი წევრია და დირექტორის გადაყენებისთვის სამი ხმა იყო საჭირო.

    დღეს დილიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის 13 ტელეოპერატორი გაიფიცა. ისინი ხელფასის გაზრდას, ან სამუშაო პირობების შეცვლას ითხოვენ. ტელეოპერატორების განცხადებით, უშუალო ფუნქციის გარდა ასრულებენ მემონტაჟის მოვალეობასაც, რასაც მათი შრომის ანაზღაურება არ შეესაბამება.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (2)
    ჩაწერა სახელი
    ბათუ   (19.04.2019)
    პირველად გეთანხმებით კომენტარში ლინდა.ქ-ნ ნათია კაპანაძის მუშაობა,მისი მეთოდები იყო მისაბაძი მაგალითი ,ვისაც კი მაუწყებლის გამართული,ხარისხიანი მუშაობა სურდა.შეთითხნილი,მოგონილი ამბების გამო და იმის გამოც რომ მან მოსვლის დღიდან ყველაფერს სამართლიანი ადგილი მიუჩინა-აი ამის გამო დაუპირისპირდა გარკვეული პირები,შემოიკრიბეს ირგვლივ სუსტი ნებისყოფის და სამსახურის დაკარგვის მოშიშე თანამშრომლები და გაწირეს ახალგაზრდა,თავისი საქმის უაღრესად კარგი მცოდნე,პერსპექტიული დირექტორი.ასეთი პიროვნება არასდროს "დაიკარგება".წარმატებები თქვენ ქ-ნო ნათია

    ლინდა   (19.04.2019)
    სულგაყიდულო ორშაურიანო ბორდის წევრებო, რა საცოდავები და ზნედაცემულები აღმოჩნდით! ასე რამ დაამშია ეს მათხოვრები, რომ ორ კაპიკად მზად არიან დედებიც (სინდის-ნამუსი დიდი ხანია გაყიდული აქვთ) გაყიდონ! მეცოდებით ბოგანოთა კასტავ!


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×