სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.04.2019

     (რეზონანსი) პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ამ ეტაპზე მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობაში საკადრო ცვლილებები არ განიხილება.

    აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ამ კონტექსტში საუბრისას პრემიერმა დასძინა, რომ მომავალში ციფრებითა და კონკრეტული შედეგებით მოხდება გადაწყვეტილებების მიღება.

    „ბუნებრივია, თუ რომელიმე მინისტრი იმ ტემპს ჩამორჩება, რაც აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოებას ვაჩვენოთ ის შედეგი, რასაც შევპირდით, ბუნებრივია, გადაწყვეტილება არ დააყოვნებს. ამ ეტაპზე არანაირი საკადრო ცვლილება არ განიხილება, მაგრამ მომავალში ჩვენ უნდა ვიხელმძღვანელოთ ციფრებით და კონკრეტული შედეგებით", - განაცხადა პრემიერმა.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×