სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    19.04.2019

     (რეზონანსი) თბილისში, სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის" ერთ-ერთ ფილიალზე ყაჩაღური თავდასხმის დროს ორი ადამიანი დაშავდა.

    ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს ცეცხლნასროლი ან ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები არ აღენიშნებათ. წინასწარი ინფორმაციით, მათ დაზიანებები ფიზიკური შეხლა-შემოხლის დროს მიიღეს.

    ჯერ უცნობია, წაღებულია თუ არა თანხა ბანკიდან. ადგილზე ამ დრომდე სამართალდამცველები მუშაობენ.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179 მუხლით არის დაწყებული, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved