რეზონანსი
19.04.2019

 რუსთავში, მეგობრობის გამზირზე მოძრაობის დროს "მერსედესის" მარკის ავტომანქანას მოულოდნელად ცეცხლი გაუჩნდა. როგორც "ინფო რუსთავთან" საუბარში თვითმხილველები ჰყვებიან, მანქანაში 3 ადამიანი, 2 მამაკაცი და 1 ქალი იმყოფებოდა. მძღოლმა სანთებელი აანთო, რა დროსაც, სავარაუდოდ, ავტომობილში დაგროვილმა თხევადმა აირმა იფეთქა. შემთხვევის შედეგად მანქანაში მყოფები დაშავდნენ, მათ დამწვრობა მეორე ხარისხი მიიღეს.

ადგილზე გამოძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში "ინფო რუსთავს" განუცხადეს რომ, პაციენტები სამედიცინო დაწესებულებაში სახის მიდამოში და თავის თმიან ნაწილზე მიღებული მეორე ხარისხის დამწვრობით შეიყვანეს. ამ დროისთვის დაშავებულები გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტში იმყოფებიან, მათი მდგომარეობა კი საშუალოდ მძიმეა. მკურნალი ექიმის განცხადებით, პაციენტებს შესაბამისი დახმარება გაეწიათ და ამ ეტაპზე დამატებითი კვლევებიც უტარდებათ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×