სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.04.2019

     (რეზონანსი) რუსეთის ქალაქ პიატიგორსკში, სადაც კარატისტებს შორის 13-14 აპრილს ტურნირი იმართებოდა, აფხაზ მონაწილეებს კიმონოზე აფხაზური დროშისა და სიმბოლიკის დაფარვა მოსთხოვეს.

    რუსული პრო-სახელისუფლებო სააგენტო სპუტნიკ-აფხაზიას ცნობით, აფხაზი სპორტსმენები აღაშფოთა ერთ-ერთი მსაჯის მოთხოვნამ სიმბოლიკის დაფარვის მოთხოვნაზე.

    აფხაზეთში კარატეს ფედერაციის პრეზიდენტის, ვიტალი ჭითანავას ცნობით, მსაჯმა აფხაზურ და სხვა რამდენიმე გუნდს ჩრდილოეთ კავკასიიდან, კიმონოს მკლავზე, სადაც სიმბოლიკა ეხატა, წებოვანი ლენტის გადაკვრა მოსთხოვა, რაც სპორტსმენებმა გააპროტესტეს და დაემუქრნენ ტურნირის ხელმძღვანელობას, რომ მონაწილეობაზე საერთოდ უარს იტყოდნენ. პროტესტის შემდეგ, როგორც გამოცემა წერს, მსაჯს შეზღუდვა აღარ დაუწესებია.

    აფხაზური მხარე ოფიციალურ განცხადებებში ხშირად აკრიტიკებს ქართულ მხარეს იმისთვის, რომ თბილისი საერთაშორისო ღონისძიებებსა და ტურნირებში აფხაზეთის სახელით მონაწილეობას ყველა შესაძლო გზით, მათ შორის საელჩოების მეშვეობით ზღუდავს. როგორც წესი, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მსგავსი შეზღუდვები აფხაზებს არ აქვთ.

    რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოებად 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აღიარა.

    (ნეტგაზეთი)

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×