სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    15.04.2019

     შაბათს, „რუსთავი 2“-ის გადაცემა „კურიერში“ სიუჟეტი გავიდა, სადაც საუბარი იყო, გორის ეროვნული სამხედრო აკადემიის ქართველი იუნკერის მხრიდან, თითქოს ამერიკელ იუნკერ გოგონაზე ძალადობა განხორციელდა. თუმცა, მოგვიანებით გაირკვა, რომ ინფორმაცია პროვოკაციული იყო და მას არაფერი საერთო არ ჰქონდა რეალობასთან.

    საქმე ისაა, რომ სიუჟეტს ამერიკის საელჩო გამოეხმაურა და დაადასტურა, რომ არავითარი ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა და „კურიერის“ მხრიდან მისი უარყოფა მოითხოვა.

    „რუსთავი 2“-ის ხელმძღვანელობა იძულებული შეიქნა საკუთარი ინფორმაცია უარერყო: „თავდაცვის ეროვნულ აკადემიაში ამერიკელ კურსანტზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე მოკვლევა ამერიკის საელჩოს თანამშრომლებმა ქართულ მხარესთან ერთად ჩაატარეს. „კურიერს“ საელჩოდან აცნობეს, რომ ძალადობის ფაქტი არ დადასტურდა“, - განაცხადეს გადაცემა „კურიერში“.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved