სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    23.03.2019

     (რეზონანსი) დეკანოზს 3 დღის განმავლობაში არ უძინია და 3 დღის განმავლობაში საჭმელი არ მიუღია, - ამის შესახებ მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის ძმამ, თორნიკე მამალაძემ განაცხადა.

    როგორც ის აღნიშნავს, დღეს დილით, პენიტენციური დაწესებულებიდან დეკანოზმა დაურეკა და შეატყობინა, რომ თავს შეუძლოდ გრძნობდა და სთხოვა, მასთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი შესულიყო.

    თორნიკე მამალაძეს უჭირს თქვას, ჯანმრთელობის რა პრობლემა აქვს მის ძმას, რადგან დეკანოზთან ექიმი ამ დრომდე არ შესულა და ის წამლებს დამოუკიდებლად ყიდულობს.

    „მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითიდღე უარესდება. დღეს დამირეკა, მთხოვა, იქნებ მასთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი შესულიყო, რათა დახმარება გაეწია. ადგილზე ექიმები არ იმყოფებიან, მედიკამენტები არ ეძლევა, წამლები თვითონ იყიდა. მას ტემპერატურა ხან 38 გრადუსზე ასდის, ხან 35-ზე უვარდება. ვკითხე, რა გჭირს-მეთქი, მაგრამ არ იცოდა, რადგან ექიმს გასინჯულიც არ ჰყავს. რაც ახსოვდა, რომ ვირუსს შველის, ის წამლები თავისი სახსრებით იყიდა, დღესაც მთხოვა თანხის ჩარიცხვა, რომ წამლები კიდევ შეეძინა. ჩემ ძმას ელემენტარული ყურადღებაც არ ექცევა. ვერ გეტყვით ვირუსი აქვს, თუ რა ჭირს, მაგრამ ფაქტია, ორგანიზმი შინაგანად რაღაცას ებრძვის, რადგან ხან მაღალი ტემპერატურა აქვს, ხან - დაბალი, ღამე არ სძინავს, კანკალებს", - განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

    ის დეკანოზის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას ითხოვს, სადაც შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved