სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    21.03.2019

     (რეზონანსი) ბათუმში, ჰაიდარ აბაშიძისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთაში ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, რის გამოც სამი ადამიანი დაშავდა.

    მედიკოსების ინფორმაციით ერთ-ერთი მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ის რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული. ორი დაშავებული, კი სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანებებით ბათუმის საერთაშორისო საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს.

    როგორც "აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს" შინაგან საქმეთა უთხრეს, ერთმანეთს ჯერ ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, შემდეგ კი ერთ-ერთი ავტომობილი ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა. უწყების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად სულ ოთხი ადამიანი დაშავდა.

    ფაქტზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved