რეზონანსი
22.01.2019

 (რეზონანსი) თბილისის საქალაქო სასამართლოში, ჭიდაობის ჩემპიონატზე მომხდარ ჩხუბის ერთ-ერთ ფიგურანტს, ევროპის ჩემპიონს ზურაბ დათუნაშვილს დაკითხავენ.

დაკითხვაზე შესვლამდე დათუნაშვილმა ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი თქმით, გეგა გეგეშიძე ცრუობს, როცა ამბობს, რომ მას ჩხუბში არ მიუღია მონაწილეობა.

„გუშინ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტმა გააკეთა განცხადება, სადაც ამ ყველაფერს უარყოფს და გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს. შევხედოთ აბა, როგორ აპირებს თანამშრომლობას. მე ვიტყვი ჩემს სიმართლეს, ჩემი სიმართლეა ის, რაც ყველამ კარგად დაინახა, სადაც ფედერაციის პრეზიდენტი ძალიან აგრესიულად, ხელკეტით მოქმედებდა. ეს არის ჩემი სიმართლე და ის უნდა გადადგეს თანამდებობიდან.

მე არ ვამბობ, რომ ვინმე მფარველობს და ვიცი, რომ გადააყენებენ, არავის არ სჭირდება მსგავსი პრეზიდენტი. განცდა მაქვს, რომ საქართველოში სიმართლე იზეიმებს და ვნახოთ", - განაცხადა დათუნაშვილმა.

დღეს სასამართლოში დაკითხავენ კიდევ ერთ პირს, მარიამ კევლიშვილს, რომელიც ინციდენტის თვითმხილველია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )