რეზონანსი
22.01.2019

 (რეზონანსი) "ჩემთვის უკვე ყველაფერი დამთავრდა. არ ვიცი, ვინ დაგვწყევლა ასე - ორი შვილის სიკვდილის მერე, ახლა შვილიშვილიც", - ამის შესახებ განცხადებას ლიბიაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქართველი მეზღვაურის დავით რაზმაძის ბებიას აკეთებს.

22 წლის დავით რაზმაძის ცხედარი ორ კვირიანი გაუჩინარების შემდეგ, გუშინ იპოვეს. დავით რაზმაძე აგვისტოს ომის დროს, გორში გადაღებულ ერთ-ერთ ცნობილ ფოტოზე ასახული კაცის შვილია.

"ჩემთვის უკვე ყველაფერი დამთავრდა. არ ვიცი, ვინ დაგვწყევლა ასე - ორი შვილის სიკვდილის მერე, ახლა შვილიშვილიც. ულამაზესი ბიჭი მყავდა ჩემი შვილის სახელზე - ყველაზე კარგი, თბილი და კეთილი. ისეთი ბიჭი, რომ ცხოვრების არ შეეშინდა, ბათუმში კარგი ბიძა და ბიცოლა ჰყავდა და მათთან წავიდა, რომ ესწავლა და ფეხზე დამდგარიყო.

ბევრი ქვეყანა მოიარა, თავის დედასთან და მამობილთანაც ცხოვრობდა თურქეთში, მეუბნებოდა ხოლმე, - კარგი მამობილი მყავს, მაგრამ მაინც შენთან ყოფნა ყველაფერს მირჩევნია, ჩემო ტკბილო ბებოო. ვიდრე სამუშაოდ წავიდოდა, მანამდე სულ ჩემთან იყო. რაც ომში სახლ-კარი დაგვეწვა, მას შემდეგ მე და დათოს მამიდა ნაქირავებ ბინაში ვცხოვრობთ, დათო კი დამიჯდებოდა და მეტყოდა ხოლმე, - არაფერმა შეგაშინოს, ბებო, ფულს დავაგროვებ, სახლს ვიყიდი და ნაქირავებში აღარ გაცხოვრებთ, ჩემთან გადაგიყვანთო. მპირდებოდა, შეყვარებულიც უნდა გაგაცნოო.

რად მინდოდა ან სახლი ან კარი, ოღონდაც ჩემი დათო მყოლოდა ცოცხალი - რაც დღეს ტანზე მაცვია, იმ კაბით ჩავიდოდი სამარეში. ნეტავ სულ არ დავბადებულიყავი, ჩემი ცხოვრება აქამდეც მხოლოდ ტკივილი იყო და ახლა რაღა იქნება", - ამბობს დათოს ბებიას ლიზა რაზმაძე "კვირის პაიტრასთან".

დათო რაძმაძეს სამშობლოში გადმოსვენების თარიღი ჯერჯერობით უცნობია. მის ცხედარს ექსპერტიზა უტარდება, რის შედეგადაც გარდაცვალების ზუსტი მიზეზი დადგინდება. გადმოსვენების პროცედურებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობას სწორედ ამის შემდეგ დაიწყებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×

sesionArray ( [s_logi] => rezoni_index )
cookieArray ( )