სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    28.12.2018

     (რეზონანსი) ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს სკანდალურ განცხადებას აკეთებს. მეუფე ამბობს, რომ გუშინდელ წმინდა სინოდის სხდომაზე, მისთვის საბოლოოდ დაიმსხვრა პატრიარქის მწყემსი კეთილობის მითი. მეუფე პეტრე ამბობს, რომ სინოდი გუშინ მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგა.

    "მაშინ როდესაც ვსაუბრობდი ჯერ უკრაინის თემაზე და შემდეგ ვთქვი, რომ უკრაინის საკითხის გარდა აუცილებლად მიმაჩნია, რომ წმინდა სინოდზე იქნას განხილული, ჩვენი უდანაშაულო მღვდლის თემა და ციანიდის საქმე, მითხრეს რეპლიკებით, რომ როდესაც ამოიწურება საკითხი უკრაინის შესახებ, შემდეგ გადავალთ სხვა საკითხებზე. სხვა საკითხებიც გაგრძელდა და ბოლოს, როდესაც მივედი მიკროფონთან და დავიწყე საუბარი, მინდა საჯაროდ ვთქვა და იცოდეს ქართულმა საზოგადოებამ, რომ პატრიარქი წამოდგა და შებრუნდა ღვთისმშობლის ხატისკენ, ანუ სინოდის დასრულების ლოცვა დააწყებინა მის გვერდით მყოფ მღვდელმთავარს.

    მე დღეს სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გაჩენილი ბზარი, რომელიც ჩემში არსებობდა გარკვეული პერიოდი და განსაკუთრებით ბოლო მოვლენების შემდეგ, გუშინ საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსი კეთილობის შესახებ, ჩემთვის პირადად, როგორც ჭყონდიდელი მიტროპოლიტისთვის", - განაცხადა მეუფე პეტრემ "ტვ პირველთან".

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    მაქ   (28.12.2018)
    დღეგრძელობა სიხარული ,. ჯანი ჯანი ნუ მოკლებოდეს უწმინდესს და უნეტარესს ,..პირიქით გამოჩდა და კიდე გამოჩნდება ,.ყველა ვინც პატრიარქის წინააღმდეგ მიდის ,.ყველა ძველი კგბს ,. რეზიდენტია ,. არააქ მნიშვნელობა აგენტებიყველა პროფესიაში ყავთ ,. მალადეც რამდენს უძლებს ,. გააძლიეროს ღმერთმა ილეა მეორე


    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved