სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    18.11.2018

     (რეზონანსი) თბილისში "ნაციონალური მოძრაობის" საწინააღმდეგო ბილბორდები გამოჩნდა. "არა ნაცებს, არა ბოროტებას!" - ვკითხულობთ ბილბორდებზე, რომლებზეც მიხეილ სააკაშვილი, ვანო მერაბიშვილი, ბაჩო ახალაია, ნიკა გვარამია და სხვები არიან გამოსახულნი.

    თავდაპირველად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბილბორდები „პატრიოტთა ალიანსის" შეკვეთით დამზადდა, თუმცა მოგვიანებით, ირმა ინაშვილმა განცხადება გაავრცელა, რომლითაც აღნიშნულ ბილბორდებთან „პატრიოტთა ალიანსის" კავშირი უარყო:

    „უკვე მერამდენე ჟურნალისტი მიკავშირდება და მთხოვს კომენტარს თემაზე,- ვინ გააკრა ქალაქში ბანერები, წარწერით:" არა ნაცებს! არა ბოროტებას!" ( თუ არ ვცდები, ეს ლოზუნგია!)

    მკაფიოდ ვამბობ: კონკრეტულად ეს ბანერები, სადაც გამოსახულია სააკაშვილის და სხვა დანარჩენების სახეები, არაა ჩვენი პარტიის მიერ გავრცელებული! თუმცა, პირდაპირ ვამბობ, რომ ვიზიარებ სულისკვეთებას.

    ჩვენი მხარდამჭერები ავრცელებენ ბუკლეტებს 23 ნომებრისა ( ბათუმი) და 25 ნოემბრის ( თბილისი, თავისუფლების მოედანი) აქციებთან დაკავშირებით, იგივე თემატიკას შეეხება ბანერები, რაც ხვალიდან გავრცელდება თბილისსა და ბათუმში! წარმოდგენისთვის ჟურნალისტებს აქვე ვთავაზობ ჩვენი მხარდამჭერების მიერ გავრცელებული ბუკლეტის ესკიზს.

    ისე, რაც მეტი მოქალაქე, ორგანიზაცია იაქტიურებს და დააფიქსირებს პოზიციას: არა-ნაცებს! არა- წარსულში დაბრუნებას! ეს მხოლოდ მისასალმებელია. მე თუ მკითხავთ, ყველა სახლის სადარბაზოსთან ეს ლოზუნგი უნდა იყოს გაკრული.

    P.S. როცა ჟურნალისტი სატელეფონო ინტერვიუს სთხოვს პარტიის ლიდერს, კარგი იქნება, გასაგებად აუხსნას, რა ტიპის ბანერზე ესაუბრება, თორემ ტელეფონში არ ჩანს ბანერი" - წერს ფეისბუქის პირად გვერდზე ირმა ინაშვილი.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2019 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×