სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    10.11.2018

     (რეზონანსი) "კარვებით ვიცავთ თავისუფლებას" - ამ სახელწოდებით ზაზა სარალიძის და მალხაზ მაჩალიკაშვილის მხარდამჭერი აქცია რუსთაველის გამზირზე 20:00 საათზე დაიწყება.

    ზაზა სარალიძის თქმით, ძალოვანი უწყება მას კარვის დადგმის უფლებას არაკანონიერად უკრძალავს აქციის მონაწილეები კი შესაძლოა კარვების დადგმაში დაეხმარონ.

    "არანაირი კანონით არა აქვთ არც კარვების აკრძალვის უფლება, მით უმეტეს იქ დგომის აკრძალვის უფლება. მაგრამ ეს არის ვიღაცის ხუშტურები. პირდაპირ ვიტყვი, ეს არის პირდაპირ, როგორც ვატყობ უკვე, ივანიშვილის ხუშტურებია, რომ არ უნდა დავდგათ კარავი და არ უნდა გავჩერდეთ იქ. ჩვენ ვითხოვთ ჩვენი შვილების მკვლელების დასჯას. დასაჯონ ჩვენი შვილების მკვლელები, დასაჯონ საქმის ყველა გამყალბებლები და ხელის მფარველები, ერთი წამითაც არ გავჩერდებით იქ", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ნედეა   (10.11.2018)
    შენ გქონდა სხვისი გაზრდილი შვილის კეტით ცემის უფლება? წადით სახლებში ორივენი და დაელოდეთ სასამართლოს განაჩენს. არ ჭირდება არეულობა ჩვენს ქვეყანას, მითუმეტეს ახლა, როცა რუსეთი და სხვა მეზობელი-- სასოწარკვეთით ცდილობს საქართველოს პრეზიდენტად გაიყვანოს მოწყვლადი ფიგურა, რომ კვლავ ადვილად წამოაგოს პროვოკაციაზე და წაგლიჯოს საქართველოს -- ერთმანეთთან დასაკავშირებელი დერეფანი. რუსი იმიჯმეიკერების რჩევით, უჩვენეს დღეს ახალგაზრდა ნაცებმა(აბა ამას ხანდაზმული როგორ იკადრებდა) რუსული სლენგური კულტურის ნიმუში-უკანალი რუს ოკუპანტებს, თითქოს სახეირო რამე ჩაიდინეს, პროვოკაცია მოაწყვეს და უხერხულ მდგომარეობაში ჩაგვაყენეს საზღვარგარეთელ დიპლომატთა წინაშე!გრიგოლ და გიორგი ვაშაძეებს როგორ გაუბედეს ეს მისმა მომხრეებმა? დადგეს სამარცხვინო სცენა. ასე ურჩიეს რუსმა მრჩევლებმა, ეს მათი ხელწერაა ---ჩვენდა საზიანოდ.რა ჩამორეცხავს ამ სირცხვილს. ეს იმათ კი არ ავნებს, არამედ ქართველობას არ ეკადრება ასეთი საქციელი. არასიდეს, არსად ასე უზრდელად არ მოქცეულა ქართველი. ჩვენ ზურგის შექცევა გვჩვევია გაბრაზებისას და არა უკანალის მიშვერა რუსებივით.


    Copyright © 2006-2018 by Resonance ltd. . All rights reserved