სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    29.10.2018

     (რეზონანსი) პოეტი გია საჯაია საქართველოში ჩატარებული არჩევნების შედეგებს სოციალურ ქსელში ეხმიანება:

    პირველ რიგში, იმას ვიტყვი, რომ სამარცხვინო ხარ, "ქართულოოცნებავ". ჯერ იმიტომ ხარ სამარცხვინო, რომ ზურაბიშვილი მაკადრე(ყველას მაგივრად ვერ ვისაუბრებ, მარტო საკუთარი თავმოყვარეობით შემოვიფარგლები) პრეზიდენტობისკანდიდატად, მერე იმიტომ, რომ თუ მხარს არავის უჭერდი, ბოლომდე არ დაგეჭირა და იმას მაინც ვერავინიტყოდა, ნაციონალებმა, ზურაბიშვილი, მთელი სახელისუფლებო რესურსიანად ვაშაძეზე გადაირტყესო და მარტოზ. დარჩებოდა გადარტყმული.

    კიდევ იმიტომ ხარ სამარცხვინო, რომ იმასაც ვერ ხვდები, რამდენად სამარცხვინო ხარ და ა.შ. და მისთ. ახლაგინდაც გაიმარჯვოს მეორე ტურში ზ.-მ, რაშიც უკვე ძალიან ეჭვი მეპარება, ამ გამარჯვების ფასი იქნება ნული, ყოველ შემთხვევაში - ჩემთვის.

    რაც შეეხება ზოგადად არჩევნებს და საარჩევნო კოდექსს და კონსტიტუციას, სიამოვნებით შევიტანდი რამდენიმეცვლილებას... კერძოდ: საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლებას დავუტოვებდი ყველა პოლიტიკურპარტიას. პრემიერს, როგორც ახლა, აირჩევდა საპარლამენტო უმრავლესობა.

    პარლამენტის თავმჯდომარის პორთფელს, ყოველ მიზეზ გარეშე, დავუკანონებდი საპარლამენტო უმცირესობას. პარლამენტში შესულ პარტიებს ავუკრძალავდი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისმიღების უფლებას და ამ ნიშას შევავსებდი არასაპარლამენტო ოპოზიციით (პარლამენტს გარეთ დარჩენილიპარტიებით), ხოლო პრეზიდენტობის და თვითმმართველი ქალაქების (თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ფოთი, ბათუმი) მერობის კანდიდატები, წარმოდგენილნი იქნებოდნენ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოებრივისექტორიდან - ეს არის ერთადერთი საშუალება, ყველას, ვინც პოლიტიკაში ხედავს თავის თავს (და დღეს ვისაც არეზარება ყველა ხედავს), თანაბარ პირობებში, მიეცეს ქვეყნის მართვაში და მისი მომავალის შენებაში წვლილისშეტანის შანსი.

    ეს არის ერთადერთი გზა, რომ მუდმივად ერთი და იგივე სახეებმა არ იტრიალონ პოლიტიკაში და ერთი და იგივე, ქვეყნისთვის საზიანო სისულელეები არ აკეთონ. ეს არის ყველაზე დემოკრატიული მოდელი, რაც შეიძლებასაარჩევნო თემატიკაზე მოიფიქროს კაცმა (უკეთესად დავამუშავებდი, უფრო მოცლილი რომ ვიყო), მაგრამ ამყველაფრის განხორციელებას, პირველ რიგში, უშიშარი ხელისუფლება სჭირდება, რომლსაც სულ ***კზე არ ეკიდებახელი, აქაოდა, ოპოზიცია არ მომეპაროს უკნიდანო (აღარაფერს ვამბობ ისეთ ხელისუფლებაზე, რომელელსაცსაკუთარი **აკის დაცვაც არ შეუძლია და საზოგადოების იმედზეა - თუ ოპოზიცია მომეპარა, ხალხი ამაფარებსხელსო), ასეთი ხელისუფლება კი, არც აქამდე გვყოლი და დიდი ალბათობით, არც არასდროს გვეყოლება (დაე, ვცდებოდე).

    მოკლედ, ვიცი, რომ ეს უტოპიაა, ისიც ვიცი, რომ არავინ წაიკითხავს ამ პოსტს ძლიერთაგან ამა სოფლისა დაშესაბამისად - თავში არ დაუჯდება (სამწუხაროდ) იდეის მოპარვა და, ერთი სიტყვით, ეს ყველაფერიგანუხორციელებელია, იქამდე მაინც, სანამ მე არ მოვალ ხელისუფლებაში, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ არასდროს მოვალ, სხვა არაფერი დამრჩენია, გარდა იმისა, რომ მშვიდობიანი ღამე და უკეთესი ხვალინდელიდღე გისურვო, "ჩემო კარგო ქვეყანავ" - წერს გიო საჯაია.

     

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (1)
    ჩაწერა სახელი
    ლინდა   (29.10.2018)
    გიო, გენაცვალე, რასაც შენ წერ, არ არის უტოპია, ამის მიღწევა შესაძლებელია, როდესაც ხელისუფლებაში კოალიციური ხელისუფლება მოვა. რაც შეეხება ამ სამარცხვინოებს, ჩვენ ვუყურეთ ამათ ამაზრზენ საქციელებს ბოლო ერთი თვის მანძილზე, რა არ იკადრეს რა ჩანაწერები არ შექმნეს, რა მდენი თათბირი, დაშინება, მოსყიდვა, რა ვიცი სხვა ათასი ჯანდაბა და დოზანა ამათ, მაგრამ არ გაუვიდათ! არც ეხლა გაუვათ! მეფე შიშველია! ქოცისტები ვერ ამჩნევენ, ხალხის დიდმა პროცენტმა ეს შენიშნა და საკადრისი პასუხიც გასცა ამ გარეწრებს! ამიტომ ჩემო კარგო, შენც შეუერთდი გაერთიანებულ ოპოზიციას, ქვეყანას შენნაირი ახალგაზრდები სჭირდება!!


    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×