თამარ შუკვანი
09.10.2018

 თბილისში, ვაჟა-ფშაველას განზირზე დაახლოებით 1 საათის წინ მომხდარი ავტოავარიის შედეგად დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება, - ამის შესახებ „რეზონანსს" შსს-ში განუცხადეს.

„დაზარალებულია ახალგაზრდა მამაკაცი, რომლის ჯანმრთელობას ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. მძღოლი ადგილზეა დაკავებული და გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო," - სამედიცინო უნივერსიტეტთან - ვაჟა ფშაველას გამზირზე ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით „რეზონანსს" შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურმა განუცხადა.

თვითმხილველების ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ახალგაზრდა მამაკაცი ქუჩაზე გადარბოდა.

„ირგვლივ იმდენი სისხლი იყო, რომ ხალხი ახლოს ვერ მიდიოდა. სასწრაფომ კი გადაიყვანა, მაგრამ უცნობია გადარჩება თუ არა იმდენი სისხლი დაკარგა", - განუცხადეს „რეზონანსს" ერთ-ერთმა თითმხილველმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
×