რეზონანსი
03.10.2018

 „მედიქლაბის“ ექიმის, ელენე ხურციძის თქმით, ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა რთული არ არის და გადაწყდა, რომ ის პენიტენციურ დაწესებულებაში დაბრუნდეს. ამ გადაწყვეტილებას ადვოკატი და ოჯახის წევრები აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ დამატებითი კვლევების ჩასატარებლად ისინი ექიმებს უცხოეთიდან ჩამოიყვანენ.

ყოფილ პრემიერ-მინისტრს სამედიცინო დაწესებულებაში ჰორნერის სინდრომი დაუდგინეს, რაც, მედიკოსის თქმით, შესაძლოა გამოეწვია როგორც ინტოქსიკაციას, ასევე სიმსივნურ დაავადებებს.

პენიტენციურმა სამსახურმა მერაბიშვილის ადვოკატებს სამედიცინო დოკუმენტაცია გაუგზავნა

ვანო მერაბიშვილი სამედიცინო დაწესებულებაში 2 ოქტომბერს დილით მორიგად გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის შესახებ განცხადება სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა.

ის საავადმყოფოში 26 სექტემბერსაც იმყოფებოდა, მაშინ მერაბიშვილს გამოკვლევები „ავერსის" კლინიკაში ჩაუტარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
ჩაწერა სახელი

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×