სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    03.10.2018

     (რეზონანსი) "მე ამ კომპანიაში ვმუშაობდი 2015 წლიდან და ისე საქმე წარმოჩენილი თითქოს მე აქ მისული ვიყავი და მიგზავნილი. არა და არა, მე ვიყავი ამ კომპანიი ნაწილი, მქონდა ხელშეკრულება და ჩემი პირდაპირი ვალდებულება იყო დამემყარებინა კონტაქტი ხელისუფლებასთან და ბიზნესთან... მოხდებოდა მისი ვალდებულებების, დავალიანებების, რომელიც მას გააჩნდა აგრეთვე თავის უცხოელ პარტნიორებთან, იგი ამ ვალდებულებების გადავადებას მოახერხებდა და შესაბამისად, ეს პრობლემები მოგვარდებოდა საქართველოშიც და ამის გამო ის მომელაპარაა. რადგან პრობლემა იყო ჩვენს შორის, ამას პარტნიორებიც და დირექტორიც დაადასტურებს, ვთხოვდი მას და მივანიშნებდი იმ დავალიანებაზე, რომელიც მას 3 წლის განმავლობაში ჩემ მიმართ დაუგროვდა. ამაზე აპელირებით მან მთხოვა, თუ დავეხმარებოდი, მივიღებდი იმ დავალიანებას, თუ მას ამ თემის ხელშეწყობაში დავეხმარებოდი. ეს არის ხელშეწყობა ამ ჩანაწერების ერთობლივად განხორციელების. ის ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ აღნიშნული მასალა წავიდოდა უცხოეთში უცხოელების დასარწმუნებად. ამის შემდგომ იგი მიყვება, რომ ის პრობლემები, რომელიც მას წარმოექმნა, თავზე ენგრევა მთელი ბიზნესი და ამან გამოიწვია ჩვენი ეთანხმება. არ ვიცი, ეს იყო ჩემი მხრიდან მიამიტობით, სურვილით, რომ დავხმარებოდი ამ კაცს და ვყოფილიყავი მისი მხარდამჭერი, ბოლომდე გვერდზე მდგომი. გადავწყვიტე ამ თამაშის წესების განხორციელება, მივიღე თამაშის ეს გამოწვევა და ერთობლივად განვახორციელეთ. მაგრამ მთელი უბედურებაა ის, რომ თურმე ეს კაცი ამ ჩანაწერებს დიდი ხნის განმავლობაში აკეთებს და ის ჩანაწერებიც კი, რომელიც ერთობლივად გავაკეთეთ, ისიც კი დამონტაჟებულია. რა თქმა უნდა, მე ჩემს გავლენებს ვიყენებდი. რა თქმა უნდა, მქონდა ნაცნობობა, ამისთვის ვმუშაობდი. მქონდა ხელშეკრულება, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება. რა თქმა უნადა, სასამართლოში და გამოძიების შემდგომ. მე ვიყავი ამ ორგანიზაციის თანამშრომელი, რომლის უშუალო მონაწილეობა იქნებოდა ამ საქმის მოგვარება. რაც შეეხება ინტერესს ბანკთან მიმართებაში, რატომ არის ეს გასაკვირი. მე ბანკში ვიმყოფებოდი, თანხის გატანა მოხდა და სად წავიდა ეს ფული ჩემთვის უცნობია. ძალიან ბევრ ადამიანთან მაქვს პირდაპირი კავშირი, აგრეთვე ოთარ ფარცხალაძეს ვიცნობ, ეს არის ფარსი",-აცხადებს ლევან ყიფიანი.

    "ომეგა ჯგუფის" საქმეზე, კონკრეტულად კი იმ ჩანაწერებზე, სადაც ლევან ყიფიანი და ზაზა ოქუაშვილი მონაწილეობენ, საქართველოს მთავარ პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. გუშინ, ლევან ყიფიანი დაბარებული იყო გამოკითხვაზე, თუმცა ამ უკანასკნელმა ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადა და თქვა, რომ სასამართლოში მივიდოდა გამოკითხვაზე.

     

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×