სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    30.09.2018

     საქართველოში ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების მესამე ეტაპი პირველი ოქტომბრიდან. შემოწმებას დაექვემდებარება ფიზიკური პირების საკუთრებაში არსებული M1 (მსუბუქი) კატეგორიის ყველა ის ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომლის ძრავის მოცულობა 3000 კბ/სმ ან მეტია.

    ავტოსატრანსპორტო საშუალებები პერიოდულ ტექნიკურ ინსპექტირებას დაექვემდებარებიან მათი კატეგორიისა და რეგისტრაციის თარიღის (თვისა და რიცხვი) მიხედვით. მაგალითად, თუ ავტომობილის რეგისტრაციის მოწმობის გაცემის თარიღია 28/11/2013, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებამ ინსპექტირება უნდა გაიაროს 2018 წლის 28 ნოემბრამდე (ამ ვადის გასვლის შემდეგ ავტოსატრანსპორტო საშუალება დაექვემდებარება დაჯარიმებას ადმინისტრაციული წესით).

    ავტოსატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირებისას წარსადგენია შემდეგი დოკუმენტები: სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის რეგისტრაციის მოწმობა; მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი საბუთი.

    ტექინსპექტირებისას მოწმდება:

    სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბის იდენ­ტი­ფი­კა­ცია;

    სა­მუხ­რუ­ჭო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა;

    სა­ჭით მარ­თვის სის­ტე­მა;

    ხილ­ვა­დო­ბა;

    ფა­რე­ბი, შუ­ქამ­რეკ­ლე­ბი და ელექტრო­მო­წყო­ბი­ლო­ბა;

    ღერ­ძე­ბი, თვლე­ბი, სა­ბუ­რა­ვე­ბი და და­კი­დე­ბა;

    შასი და მისი შე­მად­გენ­ლე­ბი;

    სხვა მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბი;

    გარემოზე უარ­ყო­ფი­თი ზე­მოქ­მე­დე­ბა.

    სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს (მფლობელს) შეუძლია, დამოუკიდებლად აირჩიოს ინსპექტირების ცენტრს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ადგილისა და თავისი საცხოვრებელი ადგილის მიუხედავად.

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×