სახელი*
    ელ–ფოსტა
    წერილის ტექსტი*
    საკონტროლო კოდი* კოდის განახლება
    გაგზავნა
    რეზონანსი
    30.09.2018

     (რეზონანსი) სამტრედიაში, მესამე საჯარო სკოლის მოსწავლის, ქეთი ცხვარაძის თვითმკვლელობას დირექტორი ეხმაურება.

    როგორც სკოლის დირექტორმა განაცხადა, სუიციდის ფაქტი გუშინ გვიან ღამით მოხდა.

    „ძალიან კარგი გოგონა იყო. დეტალები, რა მოხდა, ჯერჯერობით არ ვიცი. მამა ზრდიდა, დედა ემიგრანტი ჰყავს", - განაცხადა დირექტორმა ვენერა ივანიშვილმა.

    გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი საკუთარმა ძმამ ხეზე ჩამომხრჩვალი იპოვა.

    დაუზუსტებელი ინფორმაციით, გოგონამ თვითმკვლელობა ადრეც სცადა.

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო. თვითმკვლელობის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

    ასევე იხილეთ: სამტრედიაში 17 წლის გოგომ თავი მოიკლა - მინდოდა გამეგო იმქვეყნად როგორი ცხოვრებაა..

    ლიცენზია
    დატოვე კომენტარიკომენტარები (0)
    ჩაწერა სახელი

    Copyright © 2006-2020 by Resonance ltd. . All rights reserved
    ×